15:31 - 13 Apr, 2026
|
2015-06-27 12:44:50, 1196 ნახვა
მსოფლიო
ტუნისში თავდასხმის გამო 80 მეჩეთი დაიხურება
ტუნისში გუშინ მომხდარი თავდასხმის გამო 80 მეჩეთი დაიხურება. ამის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ჰაბიბ ესიდმა მას შემდეგ მიიღო, რაც გუშინ ტუნისში ტერაქტს 39 ადამიანი ემსხვერპლა. მისი თქმით, მეჩეთები, რომლებიც სახელმწიფო კონტროლს არ ექვემდებარება, ღვარძლს ავრცელებს და ისინი ერთი კვირით დაიხურება. გუშინ შეიარაღებულმა მამაკაცმა საკურორტო ქალაქ სუსიში სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლი გახსნა. დაღუპულებს შორის უმრავლესობა უცხოელი ტურისტია, მათ შორის ბრიტანელები და გერმანელები. მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. თავად თავდამსხმელი პოლიციამ მოგვიანებით მოკლა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)