2018-09-18 11:30:13, 2207 ნახვა
ევროპის ამბები
გიგი უგულავა: სალომე ზურაბიშვილს ჯოჯოხეთი უნდა მოვუწყოთ, რომ არჩევნებს გამოეთიშოს
„ჯანდაბას თქვენი თავი და ტანიო - ეს არ ეწერა სალომეს სუფლორზე, მაგრამ რაც იგულისხმა ეგაა. მნიშვნელობა არ აქვს რას დაუწერენ პიარშიკები. ზურაბიშვილის საპრეზიდენტო სლოგანია - საქართველომ დაიწყო ომი. რეალურად ასეც ფიქრობს. 2007 წელს საქართველოს დააბრალა ქართული სოფლის წითელუბნის დაბომბვა, იმეორებს რუსულ ნარატივს - მძინარე ცხინვალის დაბომბვაზე. ამ ქალის პრეზიდენტობა არის ნელი მოქმედების ნაღმი საქართველოს სახელმწიფოს ფუნდამენტში ჩადებული. დღეს ის წუწუნებდა - მედიას და ოპოზიციას აკრიტიკებდა. ჯერ სადაა ჯოჯოხეთი უნდა მოვუწყოთ, რომ მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და გამოეთიშოს საპრეზიდენტო არჩევნებს. ჯ ო ჯ ო ხ ე თ ი!“.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა
ავტორი: ,