2015-06-02 18:33:56, 437 ნახვა
საზოგადოება
შატილიდან 25 კმ–ში მეწყერი ჩამოწვა
შატილიდან 25 კილომეტრში, დაუსახლებელ პუნქტში მეწყერი ჩამოწვა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ერთი პირი, სავარაუდოდ მწყემსია დაკარგული.
„შატილიდან 25 კმ-ში, დაუსახლებელი პუნქტში მეწყერი ჩამოწვა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის თანამშრომლები დაუყონებლივ ჩავიდნენ იმ ადგილზე,სადაც ვერტმფრენის დაშვება იყო შესაძლებელი. აღნიშნული წერტილიდან კი 15 კმ მანძილი ფეხით გაიარეს, თუმცა სამაშველო ოპერაციის დაწყებისთვის საჭირო ტექნიკის მიყვანა, რთული რელიეფის გამო, შეუძლებელი აღმოჩნდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით ერთი პირი, სავარაუდოდ მწყემსი, არის დაკარგული“, – წერს გიორგობიანი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან