10:17 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-25 12:23:16, 474 ნახვა

საზოგადოება
ბათუმში დღეს შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნება

ბათუმში დღეს, 13:00 საათზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სარეაბილიტაციო ცენტრის ოფიციალური გახსნა გაიმართება.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გახსნის ცერემონიალს აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, აჭარის მთავრობის მინისტრთა კაბინეტის წევრები, თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ზექი ლევენთ გიუმრუქჩუ, თურქეთის გენერალური კონსული ბათუმში იასინ თემიზქან, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს თბილისის ოფისის კოორდინატორი მუსტაფა ქორქმაზი დაესწრება.

ღონისძიების ფარგლებში დაგემილია თურქეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერის ნუმან ქურთულუშის და „თიკა“-ს პრეზიდენტის სერდარ ჩემის პირდაპირი ჩართვა-მისალმება ქ. ორდუდან.

2013 წელს, ქ. ბათუმის შშმ პირთა ცენტრის რესარემონტო-აღდგენითი სამუშაოები და სრული აღჭურვა აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროს მიმართვის საფუძველზე დაიწყო „თიკა-ს თბილისის საკოორდინაციო ოფისმა. ცენტრის შენობა (ყოფილი მახინჯაურის ჩვილ ბავშვთა სახლი) აჭარის მთავრობამ საზოგადოება „თანა“-ს 10 წლიანი უსასყიდლო სარგებლობის უფლებით გადასცა.

„თანა“ ცენტრი ახორციელებს სახელმწიფო პროგრამებს შშმ პირებისათვის, რაც გულისხმობს მათ ინკლუზიურ განათლებას, დასაქმებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების დაუფლებას და საზოგადოებაში ინტეგრაციას. ამჟამად ცენტრში რეაბილიტაციის კურსს გადის 150-მდე შეზრუდული შესაძლებლობების მქონე პირი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics