07:02 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-19 14:30:46, 459 ნახვა

პოლიტიკა
ოთარ დანელიას შეფასებით, სახელმწიფო თანამდებობის პირების მუშაობა შესაბამისად უნდა დაფასდეს

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია მიიჩნევს, რომ სახელმწიფო თანამდებობის პირებს მათი სამსახურებრივი  მოვალეობის შესასრულებლად აუცილებელი მინიმალური პირობები უნდა ჰქონდეთ.
ეს განცხადება დანელიამ ზაქარია ქუცნაშვილისა და დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივასთან დაკავშირებით გააკეთა, რომლის თანახმადაც მაღალჩინოსნებს პრემიის აღება უნდა აეკრძალოთ.
"პირადად მე არ ამიღია პრემია, მაგრამ საერთოდ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო თანამდებობის პირებს ჰქონდეთ ის მინიმალური პირობები, რაც აუცილებელია მათი სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თანამდებობის პირებს ჰქონდეთ ის მინიმალური სტანდარტები, რაც აუცილებელია იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, მე, ყველა ჩემი კოლეგა მინისტრები პრაქტიკულად, ჩათვალეთ, რომ ოჯახში არავინაა და ყველა სამსახურშია და ეს მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისად დაფასდეს. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ დაბალანსებული შუალედი უნდა იყოს მოძებნილი",-განაცხადა ოთარ დანელიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics