07:50 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-15 11:06:54, 356 ნახვა

პოლიტიკა
ოთარ დანელიას უწყება ადმინისტრაციულ ხარჯებს მილიონის ფარგლებში დაზოგავს

სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას განცხადებით, მის უწყებაში ქამრების შემოჭერის პოლიტიკის ფაგრლებში ადმინისტრაციული ხარჯები  მილიონის ფარგლებში დაიზოგება.
როგორც დანელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მეტის დაზოგვის შესაძლებლობა სამინისტროს არ აქვს, თუმცა თუკი დავალება იქნება, დათმობებზე წასვლა მოუწევთ.
"ჩვენ უკვე ყველა შესაძლო ხარჯს გადავხედეთ. ეს ძირითადად იყო ადმინისტრაციული ხარჯები-საწვავი და ა.შ. ჩვენ უკვე რაც შესაძლებელი იყო გადავხედეთ. მილიონის ფარგლებში დაიზოგება. მეტის შესაძლებლობას ფიზიკურად ვერ ვხედავთ, მაგრამ თუ იქნება დავალება, ალბათ,  რაღაცების დათმობა მოგვიწევს",-განაცხადა ოთარ დანელიამ.

ცნობისთვის, გუშინ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობას ბიუჯეტის კორექტირება მოუწევს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics