03:23 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-08 17:04:00, 687 ნახვა

ეკონომიკა
აზიმ სადიკოვი: საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის ეროვნულ ბანკზე განხორციელებული ზეწოლა მიუღებელია

„ეროვნულ ბანკზე განხორციელებული  ზეწოლა საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის  მიუღებელია“,-ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის  მისიის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში აზიმ სადიკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს განვითარებისთვის ეროვნულ ბანკზე ზეწოლა კარგი არ არის. 

„რაც  ვნახეთ ბოლო კვირების განმავლობაში, ეროვნულ ბანკზე განხორციელებული ზეწოლა საქართველოსთვის კარგი არ არის და მიუღებელია. საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხარს უჭერს  ეროვნული ბანკის პოლიტიკას, რომ ლარის კურსი იყოს მცურავი და ეს საქართველოს ინტერესებში შედის“,-განაცხადა სადიკოვმა.

რაც შეეხება, ეროვნული ბანკის მთავარ ფუნქციას, საერთაშორის სავალუტო ფონდის მისიის მუდმივი წარმომადგენლის განცხადებით, ეს არის ფასების სტაბილურობა, ფასებისა და ფინანსური სექტორის სტაბილურობა.

„ეროვნული ბანკის მთავარი ფუნქციები განსაზღვრულია კონსტიტუციით და ეროვნული ბანკის შესახებ კანონით. ეს არის ფასების  სტაბილურობა და ეროვნული ბანკი ამას აკეთებს. მეორე ეს არის ფინანსური სექტორის სტაბილურობა და ეროვნული ბანკი ამასაც ასრულებს“,-ჰანაცხადა აზიმ სადიკოვმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics