03:23 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-07 21:44:31, 588 ნახვა

ეკონომიკა
პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში 257 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება

სამთავრობო პროგრამის ფარგლებში „აწარმოე საქართველოში“ განსახორციელებელი ინვესტიციის ოდენობა დაახლოებით 257 მილიონი ლარია. 

ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა. 

კვირიკაშვილის თქმით, სამინისტროში დაფუძნდა მეწარმოების განვითარების სააგენტო, რომლის მეშვეობითაც სპეციალური სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ხორციელდება. პროგრამას დაწყებიდან დღემდე საქართველოში 72 ბენეფიციარი ჰყავს, განსახორციელებელი ინვესტიციის ოდენობა კი დაახლოებით 257 მილიონი ლარია. 

ვიცე-პრემიერმა ასევე ისაუბრა მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის პროექტზე, რომლის ბიუჯეტიც 20 მილიონი ლარია. პროექტი, რომელიც საქართველოს რეგიონებში ხორციელდება, ითვალისწინებს 5000 ლარის ოდენობით მიკრო გრანტების გაცემა მიკრომეწარმეებზე, რომლებიც განახორციელებენ სოფლად მიკროპროექტებს. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, პროექტი ასევე ითვალისწინებს 4,500-მდე ადამიანისთვის სპეციალური ტრენინგების ჩატარებას, რათა მათ შეძლონ ბიზნესურად გაიაზრონ თავიანთი ინიციატივები და სწორად ჩამოაყალიბონ წინადადებები, რათა შემდგომში მოხდეს მათი დაფინანსება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics