2015-05-05 14:33:36, 526 ნახვა
პოლიტიკა
გიგლა აგულაშვილი: სამინისტროში პატიოსანი თანამშრომლები დარჩებიან
„სამინისტროში პატიოსანი, პროფესიონალი თანამშრომლები დარჩებიან“,-ამის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა საკადრო ცვლილებეთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ის პატიოსანი თანამშრომლების დამცველი გახდება.
„ სამინისტროში დარჩებიან პატიოსანი, პროფესიონალი და მე პირიქით მათი დამცველი გავხდები, მათი საქმიანობის განხორციელების პროცესში. გადაწყვეტილებები შესაძლებელია მიღებულ იქნას ეტაპობრივად, დროთაგანმავლობაში, ობიექტურობის, სამართლიანობის პრინციპებზე დაყრდნობით. ჯერჯერობით შეიძლება ითქვას, რომ სათითაოდ გაცნობის პროცესში ვარ ამ ადამიანებთან“,-განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან