2015-05-05 13:42:45, 323 ნახვა
პოლიტიკა
ლევან ბერძენიშვილი: ევროინტეგრაციის კომიტეტის თავჯდომარის საკითხის განხილვა საჩქარო არ არის
„ევროინტეგრაციის კომიტეტის თავჯდომარე ვინ იქნება, ამ საკითხის განხილვა საჩქარო არ არის, რადგან მას თავჯდომარე ჰყავს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წვერმა ლევან ბერძენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ეს საკითხი კოალიციის განხილვის საგანია.
“ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვინ იქნება, ჯერჯერობით, ეს საკითხი განხილვის საგანი არ არის და არც არის საჩქარო, რადგან კომიტეტს თავმჯდომარე ჰყავს, თინა ხიდაშელი. მგონია, რომ ეს საკითხი კოალიციის განხილვის საგანია, რადგან ერთი პოსტი არ არის, არის მეორეც“, - აღნიშნა ბერძენიშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან