2015-05-04 10:28:43, 292 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: მე ძალიან ბევრს შევძლებ
„ვფიქრობ, რომ მე ძალიან ბევრს შევძლებ“, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა თინა ხიდაშელმა თავდაცვის უწყებასთან ჟურნალისტებს განუცხადა.
ხიდაშელის თქმით, მისთვის დიდი პატივია, ქართველ ჯარისკაცებს ემსახუროს.
„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ როგორც თავდაცვის მინისტრმა შევძლო და ვემსახურო ერთის მხრივ ქართველ ჯარისკაცებს, მეორეს მხრივ საქართველოს ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ინტერესებს–იყოს ქვეყანა დაცული, უსაფრთხო. ეს დაცულობა და უსაფრთხოება გადის ჩვენს საერთაშორისო ურთიერთობებზე, სიძლიერეზე, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობებში და ვფიქრობ, რომ მე ძალიან ბევრს შევძლებ“, – განაცხადა ხიდაშელმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან