22:05 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-17 17:01:09, 1320 ნახვა

სხვადასხვა
ზაალ ანჯაფარიძე: ცესკოს თავმჯდომარის დაჯილდოვება ჩვენი საარჩევნო სისტემის აღიარებას ნიშნავს

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძის განცხადებით, ცესკოს თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას, გადაეცა საარჩევნო პროცესების განვითარების ხელშეწყობისთვის ჯოსი ბაქსტერის ჯილდო, რაც ჩვენი არჩევნების და საარჩევნო სისტემის აღიარებას ნიშნავს.

"მკითხველისათვის განვმარტავ, რომ ეს არის ვაშინგტონში განლაგებული დემოკრატიული არჩევნების ხელშემწყობი, ცნობილი, საერთაშორისო ორგანიზაციის  International Foundation for Electoral Systems (IFES) ჯილდო. სხვათა შორის,თამარ ჟვანიას თავმჯდომარეობის პერიოდში ცესკომ ორი საერთაშორისო, პრესტიჟული, ჯილდო მიიღო, მათ შორის, ერთ-ერთ საარჩევნო პროცესში უმცირესობების ჩართულობისათვის. ასეთი ჯილდოები, ისე უბრალოდ არ გაიცემა და ეს არის ჩვენი არჩევნების და საარჩევნო სისტემის აღიარება. ასევე, ეს არის  საუკეთესო და ობიექტური პასუხი მისი კრიტიკოსებისთვის", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

მისივე თქმით, ჯილდო, აღიარებასთან ერთად, ნიშნავს ნდობასა და მაღალ საარჩევნო სტანდარტების მოთხოვნას ჩვენგან, უბრალოდ, უფლებას არ აძლევს ცესკოს და ხელისუფლებას ამ სტანდარტებს გადაუხვიონ.

"ბუნებრივია და ლოგიკურიც, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა იღონოს არჩევნების სამართლიან, მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩასატარებლად და კანონის და კონსტიტუციის დაცვით აღკვეთოს ის საფრთხეები და გამოწვევები რაც ამ პროცესს შეიძლება დაემუქროს" განაცხადა ანალიტიკოსმა.

თამარ ჟვანიას ჯილდო ვაშინგტონში 2 ოქტომბერს გადასცეს.             

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბაზისბანკი და BSTDB საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის და მწვანე ინვესტიციების მხარდასაჭერად პარტნიორობას აფართოებენ
ოცნებამ პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები "გრანტების შესახებ" კანონში
ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსი მიანიჭა
ოპოზიციური ალიანსი: გალში მცხოვრებ ქართველებს მშობლიურ ენაზე სწავლა ეკრძალებათ და „ოცნების“ პარტია მათ არ იცავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics