12:39 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-30 14:41:51, 334 ნახვა

პოლიტიკა
ალასანია: თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა საკადრო პოლიტიკაში აქცენტს პოლიტიკურ ლოიალობაზე აკეთებს

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის ირაკლი ალასანიას შეფასებით, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა საკადრო პოლიტიკაში აქცენტს პოლიტიკურ ლოიალობაზე აკეთებს.

როგორც ალასანიამ კამპანიის "დიალოგი მოსახლეობასთან" ფარგლებში ვიდეოდიალოგის ფორმატში კითხვებზე პასუხისას განაცხადა, მას სურს, რომ შეიარაღებული ძალები და თავდაცვის სამინისტრო ყველაზე წარმატებულ უწყებად დარჩეს.

"მე, როგორც მოქალაქე, თავდაცვის უწყების გულშემატკივარი ვარ. არის პროცესები რაზეც მე გული მწყდება, საკადრო პოლიტიკის კუთხითაც და დიდი იმედი მაქვს, რომ დღევანდელი ხელმძღვანელობა გაიაზრებს იმას, რომ მთავარია შეინარჩუნონ ის კარგი, რაც გაკეთდა და იმაზე დააშენონ საკუთარი პოლიტიკით და მოსაზრებით რაც არის უკეთ გასაკეთებელი. დღეს მე ვხედავ, რომ უფრო გადართული არიან იმაზე, რომელი ქვედანაყოფის თუ სხვადასხვა მიმართულების ხელმძღვანელი გამოირჩევა ლოიალობით და პოლიტიკურ ლოიალობაზე აკეთებენ აქცენტს. ეს არასწორი გზაა და იმედია, ამას გაიაზრებენ", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics