2015-04-30 12:09:28, 437 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე: არ მგონია, რომ სამთავრობო ცვლილებები რიგის სამიტის შედეგებზე გავლენას იქონიებს
"ნამდვილად არ მგონია, რომ სამთავრობო ცვლილებები რიგის სამიტის შედეგებზე გავლენას იქონიებს",-ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ბაქრაძეს საკითხის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა.
"ჩვენ დავასრულეთ იმ საკითხებზე მუშაობა, რაც რიგის სამიტს უკავშირდება და ყველა მოთხოვნა, რაც ვიზალიბერალიზაციას უკავშირდება გათვალისწინებულია და მაქსიმალურად შესრულებულია.ვიმედოვნებთ, ეს პროგრესი ასახლული იქნება",-განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ცნობისთვის, რიგის სამიტი 27-29 აპრილს გაიმართება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან