05:57 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-29 17:33:21, 332 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძე დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების წარმომადგენელს შეხვდა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორატის ხელმძღვანელს სარა სვინფორდს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ყველა იმ  გამოწვევას,  რომლის წინაშეც საქართველო დგას.

მხარეებმა ასევე, რიგის სამიტზე და მოსალოდნელ შედეგებზეც ისაუბრეს.

"ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა, გვქონდა საუბარი იმ გამოწვევებზე, რის წინაშეც ვდგავართ.ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით, რუსეთის ანექსიური პოლიტიკის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, შევეხეთ რიგის სამიტს და იმ მოლოდინებს, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია და რასთან დაკავშირებითაც გვაქვს ბრიტანეთის ურყევი მხარდაჭერა",-განაცხადა  დავით ბაქრაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics