2017-09-06 05:52:12, 807 ნახვა
რეგიონი
ხულოში სახანძრო-სამაშველო ტექნიკის ხანძრის კერებამდე მიყვანა მოხერხდა
ხულოს მუნიციპალიტეტში, შავნაბადას მთაზე, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესი უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლის კერებთან შინაგან საქმეთა სამინისტროს 700-მდე თანამშრომელი გამთენიიდან მუშაობს.
„შსს-ს მეხანძრე-მაშველები, ხანძრის ეფექტურად ქრობის მიზნით, წყლის ჭავლთან ერთად, ალტერნეტიულ ცეცხლმაქრ საშუალებებსაც იყენებენ.
ადგილზე არსებული რთული რელიეფის გამო, გაიჭრა გზები და მოხერხდა სახანძრო-სამაშველო ტექნიკის ხანძრის კერებამდე მიყვანა.
შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის გადაწყვეტილებით, ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია ავიაცია. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში შსს-სა და თურქეთის ვერტმფრენები მონაწილეობენ“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ავტორი: ,