17:36 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-22 20:18:08, 354 ნახვა

პოლიტიკა
პატარაია: საქართველო აფასებს ბელარუსის თანადგომას ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის თვალსაზრისით

საქართველო აფასებს ბელარუსის თანადგომას ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა დავით პატარაიამ ჟურნალისტებს თბილსის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადა, სადაც ის ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს დახვდა.

მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში მრავალი შეთანხმება გაფორმდება, რომლებიც საქართველო-ბელარუსს შორის ურთიერთობების მაღალ დონეზე აყვანას ხელს შეუწყობს.

„ჩვენ ვაფასებთ ბელარუსის სახელმწიფოს თანადგომას საქართველოს მიმართ ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის თვალსაზრისით. ჩვენი ქვეყნების მთავრობებს შორის გაფორმდება მრავალი შემთანხმება, რომლებიც უზრუნველყოფენ საქართველოსა და ბელარუსს შორის ეკონომიკური კულტურული და პოლიტიკური ურთიერთობების უფრო მაღალ დონეზე აყვანას“, - განაცხადა დავით პატარაიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics