09:31 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-09 14:07:41, 369 ნახვა

პოლიტიკა
დავით საგანელიძე: ამ ახალგაზრდა კაცის სულს 9 აპრილის მსგავსად, დღესაც მთელი ქვეყანა დატირის

„9 აპრილის მსგავსად დღესაც ამ ახალგაზრდა კაცის სულსა და ხსოვნას დატირის მთელი ქვეყანა, ამინდიც ისეთია როგორიც მაშინ იყო“,- ამის  შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით საგანელიძემ ქაშუეთის  ტაძრის ეზოში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც მოკლული პოლიციელის ბექა მარგიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.  
„ძალიან მძიმე დღეა ყველასთვის და ჩემთვისაც განსაკუთრებულად. რამდენიმე წუთის წინ 9 აპრილის მემორიალთან ვიყავი,  26 წელი გავიდა იმ  დღიდან, რაც აქ ყველამ უდიდესი ტკივილი განვიცადეთ, თითქოს ორი,  სამი დღე გავიდა. ვერც ვიგრძენი ამინდიც ისეთია როგორიც  მაშინ იყო, ასეთი ტკივილები ბევრი გავიარეთ, საწუხაროდ და დღესაც ამ ახალგაზრდა კაცის სულს და ხსოვნას დატირის მთელი ქვეყანა. ესეც მთელი  ქვეყნის  ტრაგედიაა ,მაგრამ  ეს არის ის ბრძოლა რაც მთელმა საქართველომ გაირა და კიდევ გადის იმისათვის , რომ იყოს თავისუფალი,  დემოკრატიული,  სამართლიანი ქვეყანა. ოჯახს კიდევ ერთხელ მივუსამძიმრე“,-განაცხადა საგანელიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics