03:25 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-08 17:10:17, 401 ნახვა

პოლიტიკა
დავით ნარმანია "ნაციონალურ მოძრაობას": როცა ექსპერტი ვიყავი, პირველად მე მოგიწოდეთ, რომ ქამრები შემოგეჭირათ

"როცა  ექსპერტი ვიყავი და თქვენ იყავით ხელისუფლებაში, მაშინ მოგიწოდეთ, რომ შემოგეჭირათ ქამრები,- ასე მიმართა  თბილისის მერმა დავით ნარმანიამ "ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოს წევრებს.

მისივე თქმით, მერიამ ქამრების შემოჭერის პოლიტიკა ჯერ კიდევ შემოდგომაზე ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვით დაიწყო.

"როცა მე ვიყავი ექსპერტი, თქვენ იყავით ხელიაუფლებაში და როცა 2008 წლის აგვისტოს მოვლენები მოხდა და იყო კრიზისი, პირველად მე მოგიწოდეთ, რომ შემოგეჭირათ ქამრები. დეტალურად განგიმარტეთ, თუ რას ნიშნავდა ქამრების შემოჭერა. ქამრების შემოჭერა ეს არის ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება, ჩვენ ჯერ კიდევ შემოდგომაზე დავზოგეთ ადმინისტრაციული ხარჯები, ჩვენ დავზოგეთ მლნ 550 000 ლარი როცა გამოცხადდა ქამრების შემოჭერის პოლიტიკა, დავზოგეთ 300 000 ლარი და მილიონ 550 000-ით შევამცირეთ პრემია, ბატონი ირაკლი აბესაძე 9 წლის განმავლობაში გაკეთებულს, 8 თვის განმავლობაში გაკეთებულს რომ ადარებს, სად არის აქ ლოგიკა?",-განაცხადა დავით ნარმანიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics