03:26 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-08 16:11:41, 372 ნახვა

პოლიტიკა
ელისაშვილი ნარმანიას: მილიონი ხე სადღეგრძელოსავით მეჩვენებოდა

"მილიონი ხე სადღეგრძელოსავით მეჩვენებოდა",-ასე მიმართა საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა თბილისის მერ დავით ნარმანიას ანგარიშის წარდგენის შემდეგ.
მისივე თქმით, მილიონი ხის დარგვის მას არ სჯეროდა, თუმცა ამ სლოგანით დედაქალაქის მერი სიტყვაში გამოიჭირა.
ცნობისთვის, საკრებულოსთან შეკრებილებმა მერს ხმაურიანი დახვედრა მოუწყვეს და საარჩევნო დაპირებები შეახსენეს. ადგილზე მივიდნენ პარტიზანი მებაღეებიც, რომლებმაც  მოჭრილი ნაძვის ტოტები მიიტანეს. მათი თქმით, ბოლო 2 დღის განმავლობაში, იპოდრომის ტერიტორიაზე ხეები ინტენსიურად იჩეხება. საკრებულოში შესვლამდე დავით ნარმანიამ აქციის მონაწილეების შეკითხვებს არ უპასუხა და მხოლოდ მცირე კომენტარით შემოიფარგლა: "დანაპირებზე საუბარი მექნება საკრებულოს სხდომაზე და 1 მილიონი ხე დაირგვება აუცილებლად",-აღნიშნა  დავით ნარმანიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics