22:06 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-03 09:38:02, 355 ნახვა

საზოგადოება
პრეზიდენტი და პირველი ლედი საქველმოქმედო კონცერტს დაესწრნენ

საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი აუტიზმთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ საქველმოქმედო გალა-კონცერტს დაესწრნენ, ღონისძიებაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორეც იმყოფებოდა.

„მინდა მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ საქველმოქმედო აქციაში და გამოვთქვა რწმენა, რომ ეს თემა კიდევ უფრო გაღრმავდება ჩვენს საზოგადოებაში და უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება ამ ძალიან კეთილი საქმის განხორციელებაში“,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კონცერტი „განსაკუთრებული ბავშვების“ დასახმარებლად მათი მშობლების მიერ იყო ორგანიზებული, რომელზეც პატრიარქის მიერ შექმნილი ნაწარმოებები შესრულდა.

აუტიზმის საერთაშორისო დღეს მსოფლიო ყოველწლიურად 2 აპრილს აღნიშნავს და ქვეყნის სიმბოლოებს ღია ლურჯ ფერად ანათებს. საქართველოც შეუერთდა ამ აქციას და კონცერტის დროს ფილარმონიის გარე ფასადი ლურჯად განათდა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics