23:32 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-08 15:05:25, 1748 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ირაკლი აბესაძე: სოფო კილაძემ მოსამართლეების თავზე ნაჯახი დაკიდა

„ქალბატონ სოფო კილაძეს ავიწყდება, რომ არის ხელისუფლების წარმომადგენელი. მან პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც, ნაჯახი დაკიდა მოსამართლეების თავზე“,-ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“  წარმომადგენლმა ირაკლი აბესაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

აბესაძემ კილაძეს „თითქოს დამოუკიდებელი სასამართლოს დამცველი“ უწოდა.

„მინდა გამოვეხმაურო იმ რამდენიმე ძალიან  ირონიულ განცხადებას, რომელიც გაკეთდა  „ქართული ოცნების“ დეპუტატების მხრიდან. პირველ რიგში მოვისმიმენთ თითქოს დამოუკიდებელი სასამართლოს დამცველი ქალბატონი სოფო კილაძის განცხადება. მას ავიწყდება, რომ ის  არის ხელისუფლების წარმომადგენელი და რომელმაც პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც ნაჯახი დაკიდა მოსამართლეების თავზე.  ასევე მან განაცხადა, რომ თითქოს დროა გვერდზე გადავდოთ ყველა საკითხი და ვიზრუნოთ გაჭირვებული ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებაზე, რაც სხვათაშორის ხელისუფლების პირდაპირი მოვალეობაა და როგორც ჩანს ამის შეხსენება გჭირდებათ.  სამწუხაროდ, თქვენ ხართ ადამიანები,  რომლებიც სწორედაც რომ ემალებით ამ გაჭირვებას. ტელევიზიის ეკრანიდან  მაინც დაინახეთ ადამიანების გაჭირვება, ტელევიზიის ეკრანიდან მაინც გაიგეთ  თუ როგორი უმოქმედო და უპასუხისმგებლო ჩინოვნიკები გყავთ მრავალმილიონიანი პრემია დანამატებით წახალისებული და კორუფციაში ჩაფლულები“,-განაცხადა აბესაძემ.

ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ პლანერულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მისი ვარაუდით, სასამართლოზე  სააკაშვილისა და მისი გარემოცვის მხრიდან არნახული ზეწოლა ხდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics