13:07 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-02 12:47:03, 693 ნახვა

რეგიონი
ხელვაჩაურში სამაშველო ოპერაცია დასრულდა - მაშველებმა მამაკაცი სახლის ნანგრევებიდან გამოიყვანეს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა განთიადში სამაშველო ოპერაცია დასრულდა.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სახლის ნანგრევებში მოყოლილი 21 წლის მამაკაცი მაშველებმა გადაარჩინეს. იგი კონტაქტურია და ამ დროისთვის ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში იმყოფება.

დაშავებულების მდგომარეობას პირადად გაეცნო აჭარის ა/რ ჯანდაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძე.

შეგახსენებთ, დიდთოვლობის შედეგად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა განთიადში თამაზ გორგაძის საცხოვრებელი სახლი დაინგრა.

5 სულიანი ოჯახის 1 წევრი ნგრევის შედეგად დაიღუპა, 4 კი, მაშველებმა გადაარჩინეს. გადარჩენილებს შორისაა ორსული ქალბატონი, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დედათა და ჩვილ ბავშვთა სახლში გადაიყვანა.  ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან ოჯახის სხვა წევრებიც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით მიმდინარეობს გამოძიება ნგრევის მიზეზების გამოსაკვლევად.

ამასთან, ხელვაჩაურის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ : „მუნიციპალიტეტში, თოვლის გამო სახლების ნგრევის უკვე მეორე შემთხვევა დაფიქსირდა ამ ორი დღის განმავლობაში, რის გამოც უკვე ორი ადამიანი გარდაიცვალა.    მე მინდა ვთხოვო მოსახლეობას გადმოთოვლონ საკუთარი საცხოვრებელი სახლები და მივეხმაროთ ერთმანეთს, რომ ავიცილოთ თავიდან მსგავსი შემთხვევები."

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics