10:18 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-01 13:51:22, 2492 ნახვა

მსოფლიო
ევროპარლამენტი მარინ ლე პენს ფულის უკანონო გაფლანგვაში ადანაშაულებს - ლე პენი თანხის გადახდას არ აპირებს

ევროპარლამენტი „ნაციონალური ფრონტის“ ლიდერსა და საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატ მარინ ლე პენს ევროპული ფონდებიდან თანხების გაფლანგვაში სდებს ბრალს, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, მარინ ლე პენი თანაპარტიელი კატრინ გრიზეს მუშაობას უკანონოდ აფინანსებდა . ევროპარლამენტის ცნობით, ლე პენის თანაშემწე ვალდებული იყო მუშაობის ფარგლებში საკმაოდ დიდი დრო ბრიუსელსა და სტრასბურგში გაეტარებინა, თუმცა ის პარიზიდან თითქმის არ გასულა.

ევროპარლამენტმა გადაწყვიტა, რომ მარინ ლე პენმა თანაშემწეზე უკანონოდ დახარჯული თანხა, რომელიც 300 ათას ევროს აღემატება, უნდა დააბრუნოს, თუმცა ლე პენის განცხადებით, ის თანხის გადახდას არ აპირებს.

მედიის ინფორმაციით, ევროპარლამენტის მიერ დადგენილი თარიღი დღეს ღამის 12 საათზე ამოიწურა.

BBC-ის ცნობით, გადაუხდელობის შემთხვევაში ევროპარლამენტი ლე პენს დეპუტატის ხელფასის მოჭრით ემუქრება.

თავად ლე პენი ამტკიცებს, რომ პოლიტიკური "ვენდეტას" მსხვერპლია.

"არ დავემორჩილები ჩემ პოლიტიკურ ოპონენტებსა და მათ მიერ განხორციელებულ დევნას...იქამდე სანამ არ იქნება საკმარისი სამხილი და სასამართლოს გადაწყვეტილება", - განაცხადა მარინ ლე პენმა.

ცნობისთვის, საფრანგეთში აპრილის თვეში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. მარინ ლე პენი ერთ-ერთი ფავორიტი კანდიდატია. როგორც ვარაუდობენ, მისი მთავარი ოპონენტები ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, კონსერვატორი ფრანსუა ფიიონი და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ცენტრისტი ემანუელ მაკრონია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics