14:24 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-26 12:59:44, 1766 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ნარჩემაშვილის აზრით, კონსტიტუციის პრეამბულაში ნატო-სა და ევროკავშირში მისწრაფებებზე ჩანაწერი არ უნდა არსებობდეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა ნარჩემაშვილი კონსტიტუციის პრეამბულაში ნატო-სა და ევროკავშირში მისწრაფებების  შესახებ  ჩანაწერის გაკეთების მომხრე არაა.

ამის შესახებ ნარჩემაშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა:

„კონსტიტუციაში ასეთი ჩანაწერი არ უნდა არსებობდეს და ეს არის პირადად ჩემი აზრი, გამომდინარე იქიდან, რომ  ღირებულებები, რომელიც ასახაულია კონსტიტუციაში- აზრის, სიტყვის თავისუფლების, შრომის გამოხატვის უფლება, ესენი  სხვა არაფერია, თუ არა ევროპული ღირებულებები . ამდენად, შესაძლებელია, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ეს ამბავი აღნიშნული იქნას გარდამავალ დებულებებში, ხოლო თვით შიგნით კონსტიტუციის ძირითად კონსტრუქციაში ამ ჩანაწერის არსებობას მე პირადად მხარს არ ვუჭერ“, - აღნიშნა ნარჩემაშვილმა.

ცნობისთვის, კონსტიტუციის პრეამბულაში ნატოსა და ევროკავშირში მისწრაფებების შესახებ ჩანაწერის გაკეთებას ითხოვენ ფრაქცია „ევროპული საქართველოსა“ და "ნაციონალური მოძრაობის“ წევრები,  23 ორგანიზაციისგან შემდგარი გაერთიანება "კოალიცია ევროატლანტიკური საქართველოსთვის" და არასაპარლამეტო ოპოზიციის ნაწილი.   მსგავსი ჩანაწერის გაკეთებას  ეწინააღმდეგება "პატრიოტთა ალიანსი" და პარლამენტს მიღმა ნინო ბურჯანაძის პარტია. ასევე,  ცვლილებას საპარლამენტო უმრავლესობა არ იზიარებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics