2017-01-26 12:01:58, 3285 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა მექსიკის საზღვართან კედლის აშენების შესახებ განკარულებას ხელი მოაწერა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მექსიკის საზღვართან კედლის აშენების შესახებ განკარულებას ხელი მოაწერა, - ამის შესახებ დასავლური მედია იუწყება.
ამასთან, მედიის ცნობით, ფედერალური თანხებით დაფინანსება იმ ქალაქებს შეუმცირდებათ, რომლებსაც არალეგალი მიგრანტებს დაცვის პოლიტიკა აქვთ.
როგორც მედია საშუალება წერს, მომდევნო დღეებში ახალი პრეზიდენტი მიგრაციის ლიმიტირებასაც მოაწერს ხელს, რომლის მიხედვითაც ვიზების გაცემა აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეებისთვის შეიზღუდება.
მედიის ინფორმაციით, ათასობით ადამიანი დეპორტაციის მოლოდინშია. კედლის მშენებლობის დაფინანსებაზე მექსიკამ უარი კიდევ ერთხელ განაცხადა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან