10:17 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-20 09:21:10, 2768 ნახვა

მსოფლიო
ვაშინგტონში დღეს დონალდ ტრამპის ინაუგურაცია გაიმართება

ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაცია ვაშინგტონში დღეს, თბილისის დროით, 21:00 საათზე გაიმართება.

წლის ერთ-ერთი მთავარი ცერემონიის პროგრამა თეთრ სახლში ვიზიტს, ფიცის დადებას, სიტყვით მიმართვას, კაპიტოლიუმში დაგეგმილ მიღებას, აღლუმს და მეჯლისს მოიცავს.

ღონისძიებას 1 500-ზე მეტი მოწვეული სტუმარი დაესწრება.
ცნობისთვის, აშშ-ის ეროვნულ ჰიმნს America’s Got Talent-ის ფინალისტი, 16 წლის მომღერალი ჯეკი ივანკო შეასრულებს. კონცერტში ასევე ჩართული იქნებიან: შემდეგ. სამხედრო მარშის ორკესტრი და Radio City Rockettes-ის მოცეკვავეები.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში 50 დემოკრატი კონგრესმენი ახლადარჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციას ბოიკოტს უცხადებს. გარდა ამისა, ათასობით მოქალაქემ პირობა დადო, რომ ტრამპის ინაუგურაციის ჩატარებას ხელს შეუშლის. ისინი ცენტრალური ქუჩების გადაკეტვას გეგმავენ.


 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics