17:57 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-10 14:38:02, 1588 ნახვა

კომენტარი
ანა დოლიძე: მნიშვნელოვანი იქნებოდა, სისტემურ დანაშაულებთან დაკავშირებით, სიმართლის დადგენის კომისია შექმნილიყო

პრეზიდენტის საპარალამენტო მდივანი ანა დოლიძე „რუსთავი 2“-ის  გენერალური დირექტორისთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს გამოეხმაურა.

ანა დოლიძის თქმით, ძალადობა მიუღებელია და ამის ჩამდენი უნდა დაისაჯოს.

პირადად მისი პოზიციაა, რომ მნიშვნელოვანი იქნებოდა, სისტემურ დანაშაულებთან დაკავშირებით, სიმართლის დადგენის კომისია შექმნილიყო.

„ჩვენს საზოგადოებას არაერთხელ დაუფიქსირებია მიუღებლობა ძალადობის მიმართ. „არა ძალადობას“  იყო ის ლოზუნგი და სლოგანი, რომლითაც მოვედით დღევანდლამდე. შესაბამისად, ძალადობა არის ის, რაც ისჯება ჩვენი სისხლის სამართლებრივი კანონმდებლობით. აქედან გამომდინარე, უნდა დაისაჯოს. პირადად, იმ სისტემურ დანაშაულებთან დაკავშირებით, რაც ადრე ხდებოდა, გამოთქმული მაქვს პოზიცია, რომ მნიშვნელოვანი იქნებოდა რაღაც გარდამავლი სამართლიანობის მექანიზმის შექმნა, როგორიც არის სიმართლის დადგენის კომისია. ეს არის ჩემი, პირადად, ანა დოლიძის, აზრი“,-განაცხადა დოლიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics