01:43 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-25 18:01:54, 874 ნახვა

სამხედრო
გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს დაარსებიდან 12 წელი შეუსრულდა

საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს დაარსებიდან 12 წელი შეუსრულდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სერჟანტთა ცენტრის პირად შემადგენლობას იუბილე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა მიულოცეს.
მოწვეული სტუმრებისთვის სერჟანტთა მომზადების ცენტრის პირადმა შემადგენლობამ და მსმენელებმა საჩვენებელი სამხედრო სწავლება გამართეს. საჩვენებელ წვრთნაში ძირითადი სასწავლო კურსის 55 მსმენელი მონაწილეობდა. სწავლების დროს ოცეულის დონის ქვედანაყოფმა პირობითი მოწინააღმდეგის ლოგისტიკურ კოლონაზე ჩასაფრება განახორციელა, კოლონა გაანადგურა და ავტო-ტექნიკა გაჩხრიკა.
საზეიმო ღონისძიება სერჟანტთა მომზადების ცენტრის ვერტმფრენების აეროდრომზე დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა. საქართველოს პრეზიდენტმა სახელმწიფო ჯილდო „ღირსების მედალი“ სამ სამხედრო მოსამსახურეს გადასცა. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმის გამო, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ საშტატო იარაღით ორი სამხედრო დააჯილდოვა. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა უწყებრივი მედლები „სამშობლოსათვის თავდადებული“ და „შეიარაღებულ ძალებში უმწიკვლო სამსახურისთვის“ სამ ოფიცერს გადასცა.
ღონისძიებას თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი პირები, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი და ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის ოჯახის წევრები დაესწრნენ.
დღესვე, საქართველოს პრეზიდენტმა სერჟანტთა მომზადების ცენტრის ახალი ადმინისტრაციული შენობა დაათვალიერა და სკოლის შესაძლებლობებს გაეცნო.
სერჟანტთა მომზადების სკოლა 2003 წელს შეიქმნა. 2009 წელს მომზადდა და დამტკიცდა უფროსი სერჟანტის კურსის სასწავლო პროგრამა. 2013 წლის 15 ნოემბერს სერჟანტთა მომზადების სკოლას საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელი მიენიჭა და სასწავლო ცენტრად ჩამოყალიბდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics