2016-12-05 12:30:25, 2748 ნახვა
მსოფლიო
პაკისტანში, ერთ-ერთ სასტუმროში ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 75 კი, დაშავდა
პაკისტანში, ერთ-ერთ სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად, სულ მცირე 11 ადამიანი გარდაიცვალა, 75 კი დაშავდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.
როგორც მედია საშუალება იტყობინება, ინციდენტი ქალაქ კარაჩიში მდებარე, 4 ვარსკვლავიან სასტუმრო "Regent Plaza"-ში მოხდა.
BBC-ის ცნობით, გარდაცვლილთა შორის 3 ექიმია.
არსებული ინფორმაციით, ხანძარი შენობის პირველ სართულზე, კერძოდ კი სამზარეულოში გაჩნდა, რის შემდეგაც მთელ შენობაში გავრცელდა. სასტუმროს რამდენიმე ოთახის გასასვლელი ბლოკირებული იყო, რის შემდეგაც მაშველებმა მაცხოვრებლები ფანჯრიდან გამოიყვანეს.
მედიის ცნობით, ხანძრის შემდეგ გაირკვა, რომ სასტუმროში ავარიული გასასვლელი არ იყო მოწყობილი.
ადგილობრივი საავადმყოფოს მთავარი ექიმის თქმით, ყველა დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან