22:03 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-24 14:22:00, 1241 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
მღებრიშვილი: ინტერპოლი უახლოეს მომავალში გიგა ოთხოზორიას მკვლელის წითელი ცირკულარით ძებნას დაიწყებს

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ინტერპოლი გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის წითელი ცირკულარით ძებნას უახლოეს მომავალში დაიწყებს, - ამის შესახებ მრებრიშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრის გიგა ბოკერიას დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მღებრიშვილმა აღნიშნა, მსგავსი ფაქტების პრევენციისთვის შესაბამისი მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

"ეს ტერიტორია, რომ უკონტროლოა თქვენთვის მგონი ახალი არ არის. ამ მიმართულებით შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს. ველოდებით შედეგებს", - განაცხადა მღებრიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ შეგახსენებთ, რომ 19 მაისს ზუგდიდის რაიონ სოფელ ხურჩაში ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან, „მესაზღვრეებმა“ საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორია მოკლეს. მის მკვლელობაში ბრალდებული ბრალდებული რაშიდ კანჯიოღლი ამჟამად დაკავებული არ არის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბაზისბანკი და BSTDB საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის და მწვანე ინვესტიციების მხარდასაჭერად პარტნიორობას აფართოებენ
ოცნებამ პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები "გრანტების შესახებ" კანონში
ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსი მიანიჭა
ოპოზიციური ალიანსი: გალში მცხოვრებ ქართველებს მშობლიურ ენაზე სწავლა ეკრძალებათ და „ოცნების“ პარტია მათ არ იცავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics