2016-11-24 11:28:35, 2334 ნახვა
მსოფლიო
ჩინეთში მშენებარე ელექტროსადგურის ჩამონგრევის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა
ჩინეთში, ცზიანსის პროვინციაში მშენებარე ელექტროსადგური ჩამოინგრა, რის შედეგადაც სულ მცირე 40 ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ BBC იუწყება.
მედია საშუალების იფნორმაციით, ინციდენტი ადგილობრივი დროით დილის 07:00 საათზე, ქალაქ ფენჩენში მშენებარე ელექტროსადგურზე მოხდა.
BBC-ის ცნობით, გამაგრილებელ კოშკში აღმართული დროებითი კონსტრუქციები ჩამოინგრა.
სამაშველო სამსახურები მსხვერპლთა რიცხვის ზრდას არ გამორიცხავენ. კონსტრუქციის ჩამონგრევის დროს ადგილზე 68 ადამიანი იმყოფებოდა.
მედიის ინფორმაციით, სამაშველო ოპერაციაში 300-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს, მათ შორის 200-მდე სამხედრო. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია უპილოტო აპარატები და ძაღლები.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან