12:27 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-22 23:31:39, 2029 ნახვა

მსოფლიო
ევროპარლამენტში თურქეთის ხელისუფლების რეპრესიული ქმედებების გამო, ქვეყანასთან მოლაპარაკებების შეჩერება მოითხოვეს

მოდით, შევწყვიტოთ მოლაპარაკებები, - ამ წინადადებით გამოვიდა ევროპარლამენტის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი ელმარ ბროკი სტრასბურგში, ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე თურქეთთან დაკავშირებულ დებატებზე საუბრისას.

მისი განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ევროკავშირმა თურქეთის ხელისუფლების რეპრესიული ქმედებების გამო უნდა მიიღოს. მან აქვე შეურაცხმყოფელი უწოდა თურქეთის ხელისუფლების განცხადებას, რომ ევროკავშირი ტერორიზმს უჭერს მხრას. 

ელმარ ბროკის წინადადებას ფედერიკა მოგერინი გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ მოლაპარაკებების შეწყვეტის შემთხვევაში, ორივე მხარე წაგებულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. მისივე თქმით, ევროკავშირი ამის შედეგად, თანამშრომლობის მნიშვნელოვან არხს, თურქეთი კი ძალიან ბევრს დაკარგავს. მოგერინიმ აქვე მიანიშნა, რომ სიკვდილით დასჯასთან დაკავშირებული რიტორიკიდან საქმეზე გადასვლა იქნება იმის სიგნალი, რომ თურქეთს არ სურს ევროპული ოჯახის წევრობა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics