2016-11-14 18:44:36, 2674 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი ერთნაირსქესიანთა ქორწინებაზე: სასამართლომ საკითხი უკვე გადაწყვიტა და ამასთან დაკავშირებით პრეტენზია არ მაქვს
უზენაესმა სასამართლომ საკითხი უკვე გადაწყვიტა და ამასთან დაკავშირებით პრეტენზია არ მაქვს, - ამის შესახებ აშშ-ის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა "60 წუთთან" ინტერვიუში განაცხადა.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, ის ერთი და იმავე სქესის ადმიანებს შორის ქორწინების ლეგალიზებასთან დაკავშირებით ქვეყნის უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ემხრობა.
"ეს თემა უკვე არარელევანტურია, ერთნაირსქესიანთა ქორწინების საკითხი გადაწყვეტილია და დაკანონებული", - აცხადებს პრეზიდენტი.
ცნობისთვის, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამერიკის ყველა შტატში, ერთი და იმავე სქესის მქონე პირებს ქორწინება შეუძლიათ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან