06:45 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-10 23:51:15, 2013 ნახვა

მსოფლიო
ტრამპი ობამას შეხვდა - „მრავალი საკითხი განვიხილეთ, ზოგი შესანიშნავი, ზოგი - რთული“

მრავალი საკითხი განვიხილეთ, ზოგი შესანიშნავი, ზოგი  - რთული, - ამის შესახებ აშშ-ის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა, რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა ბარაქ ობამასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

შეხვედრის დასასრულს დონალდ ტრამპმა ბარაქ ობამას კარგი კაცი უწოდა.

ბარაქ ობამამ შეხვედრას შესანიშნავი უწოდა და აღნიშნა, რომ საუბარი საკითხების ფართო სპექტრს შეეხო. მისივე თქმით, განიხილეს საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხები.

როგორც ობამა აცხადებს, მოხარულია დონალდ ტრამპის სურვილით, ითანამშრომლოს მის ადმინისტრაციასთან აშშ-ის წინაშე არსებულ გამოწვევებზე.

 "ჩემთვის ნომერ პირველ პრიორიტეტს არჩეული პრრზიდენტისთვის ხელისუფლების წარმატებული გადაბარება წარმოადგენს", - აღნიშნა ობამამ, რომელმაც დასძინა, რომ ტრამპს არსებული მიღწევები გააცნო, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია. ტრამპის განცხადებით, ის ბარაქ ობამასთან მომავალ შეხვედრებსაც ელოდება.

​ცნობისთვის, თეთრ სახლში დონალდ ტრამპისა და ბარაკ ობამას შეხვედრა გაიმართა. დონალდ ტრამპის მეუღლეს კი, მიშელ ობამამ უმასპინძლა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics