2016-11-10 17:26:25, 2135 ნახვა
მსოფლიო
ესპანეთში ბავშვების მონაწილეობით პორნოგრაფიის გავრცელებისთვის 56 პირი დააკავეს
ესპანეთში სპეცოპერაციის დროს, სამართალდამცველებმა 56 პირი დააკავეს, რომლებიც ბავშვების მონაწილეობით პორნოგრაფიას ავრცელებდნენ, - ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება.
როგორც მედია საშუალება იტყობინება, კიდევ 3 პირის მიმართ მიმდინარეობს გამოძიება, ისინი ჯერჯერობით დაკავებულები არ არიან.
მედიის ცნობით, ყველაზე მეტი დაკავება მადრიდსა და ბარსელონაში მოხდა.
გამოძიების შედეგად პოლიციელებმა 173 ვიდეო ფირი და 614 კომპაქტ-დისკი აღმოაჩინეს, რომლებზეც არასრულწლოვნების პორნოგრაფიული შინაარსის 10 ათასი კადრია.
სამართალდამცველების ინფორმაციით, დაკავებულთა ასაკი 40-დან 60 წლამდე მერყეობს, მათი უმრავლესობა ნასამართლევია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან