2016-11-10 11:54:58, 2160 ნახვა
მსოფლიო
პოროშენკომ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის შტატგარეშე მრჩევლის თანამდებობიდანაც გაათავისუფლა
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილის ოდესის ოლქის გუბერნატორის თანამდებობიდან გათავისუფლების განკარგულებას ხელი მოაწერა.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქყვენებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
გარდა ამისა, პოროშენკომ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის შტატგარეშე მრჩევლის თანამდებობიდანაც გაათავისუფლა.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა ოდესის გუბერნატორის პოსტის დატოების შესახებ 7 ოქტომბერს განაცხადა. ამასთან, მან პეტრო პოროშენკო “კორუფციული კლანების” მფარველობაში დაადანაშაულა
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან