01:57 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-09 18:14:43, 1942 ნახვა

მსოფლიო
ამომრჩეველთა ხმების რაოდენობით ჰილარი კლინტონი ლიდერობს

ამ დროისთვის არსებული წინასწარი შედეგებით, "დემოკრატების" კანდიდატ ჰილარი კლინტონს მხარს 59,182,659 ამერიკელი ამომრჩეველი უჭერს (47.6%), მაშინ როდესაც მის ოპონენტს, "რესპუბლიკელ“ კანდიდატ დონალდ ტრამპს 59,044, 897 ხმა აქვს (47.5%)

ჰილარი კლინტონს ტრამპთან შედარებით 137 762 ხმით მეტი აქვს.

აღსანიშნავია, რომ ეს მონაცემები საბოლოო შედეგზე არ აისახება, რადგან დონალდ ტრამპმა ამომრჩეველთა კოლეგიის 289 ხმა უკვე მიიღო, ხოლო კლინტონმა 218 ხმა მოაგროვა.

ცნობისთვის, არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა 538 წევრისგან შემდგარი ამომრჩეველთა კოლეგიის ხმათა უმრავლესობა უნდა მიიღოს, რაც 270 ხმას გულისხმობს.

ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობა პრეზიდენტს არაპირდაპირი გზით ირჩევს. კერძოდ, მოსახლეობა ირჩევს ამომრჩეველთა კოლეგიას, რომელიც 538 წევრისგან შედგება. კოლეგიაში თითო შტატიდან რამდენიმე ადამიანი შედის. სწორედ ისინი ირჩევენ, პრეზიდენტს. თუ კანდიდატები ამომრჩეველთა კოლეგიის ხმების თანაბარ რაოდენობას დააგროვებენ, საბოლოოდ გამარჯვებულს წარმომადგენელთა პალატა გამოავლენს -  ამგვარი შემთხვევა აშშ-ის ისტორიაში მხოლოდ ერთხელ 1824 წელს მოხდა.

ამომრჩეველთა კოლეგიის ხმები უნდა დაითვალონ და გამოაცხადონ 2017 წლის 6 იანვრისთვის. აშშ-ს ახალი პრეზიდენტი, რომლის ინაუგურაციაც 20 იანვარს გაიმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics