2016-11-04 22:08:25, 1990 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის დაზვერვა ნიუ-იორკში, ტეხასსა და ვირჯინიაში, არჩევნების წინა დღეს მოსალოდნელ ტერაქტებზე საუბრობს
ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურები „ალ-ქაიდას“ მხრიდან საპრეზიდენტო არჩევნების წინ მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ იუწყება.
“CBS News“-ის ინფორმაციით, აშშ-ის დაზვერვა ტერორიზმთან ბრძოლის ჯგუფებს აფრთხილებს, რომ „ალ-ქაიდამ“ ტერაქტები 7 ნოემბერს ამერიკის სამ შტატში შეიძლება განახორციელოს.
კერძოდ, საფრთხე მოსალოდნელია ნიუ-იორკში, ვერჯინიასა და ტეხასში. თუმცა, კონკრეტული ადგილები არ სახელდება.
მათივე ინფორმაციით, დაზვერვა ჯერ კიდევ აფასებს ვითარებას და მონაცემები ბოლომდე არ არის დადასტურებული.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან