2016-11-04 15:46:41, 2563 ნახვა
მსოფლიო
დიარბაკირში აფეტქებას სულ მცირე 8 ადამიანი ემსხვერპლა
თურქეთის ქალაქ დიარბაკირში მომხდარი აფეთქების შედეგად 8-მდე ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 100-ზე მეტი კი დაშავდა, - ამის შესახებ სააგენტო Reuters იუწყება.
როგორც მედია საშუალება თურქ პრემიერ-მინისტრზე ბინალი ილდირიმზე დაყრდნობით იუწყება, დაღუპულთა შორის არის აფეთქების სავარაუდო ორგანიზატორი. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ წევრია.
"რია-ნოვოსტის" ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის 2 პოლიციელია.
მედიის ცნობით, დღეს დილით პოლიციის განყოფილებასთან თვითმკვლელმა ტერორისტმა დანაღმული ავტომობილი ააფეთქა.
ცნობისთვის, ქალაქ დიარბაკირის მოსახლეობის უმრავლესობა ეთნიკური ქურთია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან