2016-10-30 15:10:13, 2529 ნახვა
მსოფლიო
იემენის ციხეზე განხორციელებულ ავიაიერიშს 60 ადამიანი ემსხვერპლა
იემენის ციხეზე განხორციელებულ ავიაიერიშს 60 ადამიანი ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც მედია საშუალება წერს, იერიში განხორციელდა შენობაზე, რომელსაც სამთავრობო ძალები სასჯელაღსრულების დაწესებულებად იყენებენ. მედიის ცნობით, თავდასხმა საუდის კოალიციამ განახორციელა.
არსებული ინფორმაციით, ქალაქს ამბოხებულები აკონტროლებენ, რომლებიც ხელისუფლებას 2014 წლიდან ებრძვიან. BBC -ის ინფორმაციით, იერიშის დროს ათობით პატიმარი გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ ნოემბერში განხორციელებულ თავდასხმებს 140 ადამიანი ემსხვერპლა, მათი უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქე იყო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან