2016-10-30 12:40:15, 2623 ნახვა
მსოფლიო
იტალიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის 24 საათიანი ცხელი ხაზი ამოქმედდა
იტალიის ცენტრალურ ნაწილში მომხდარ ძლიერ მიწისძვრასთან დაკავშირებით ქ. რომში საქართველოს საელჩოში 24 საათიან რეჟიმში მოქმედებს ცხელი ხაზი: (+39 333) 887 91 23.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში ასევე მოქმედებს 24 საათიანი ცხელი ხაზი: (+995 32) 294 50 50.
საქართველოს მოქალაქეებმა საჭიროების შემთხვევაში უნდა დაუკავშირდნენ საკონსულო დაწესებულებას.
შეგახსენებთ, რომ დღეს იტალიის ცენტრალურ ნაწილში კვლავ დაფიქსირდა ძლიერი მიწისძვრა. მიწისქვეშა ბიძგებმა რიხტერის შკალით 6.6 მაგნიტუდა შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან