22:03 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-25 10:25:11, 702 ნახვა

რეგიონი
ლევან დავითაშვილმა სენაკში დამშრობი სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი  შპს „საქართველოს მელიორაციის" გენერალურ დირექტორ ლევან დვალთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სენაკის მუნიციპალიტეტში,  ტეხურას მდინარეთაშორის მასივზე ახალსოფლის დამშრობი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.  

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში  ცივა-ტეხურას მდინარეთაშორის მასივის დამშრობი სისტემის 50 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.  დღეისათვის სამუშაოები უკვე  ჩაუტარდა 39 კმ სადრენაჟე არხს. სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში მოხდება, ასევე,   დაზიანებული მილხიდების ახლით ჩანაცვლება. პროექტის დასრულების შემდეგ, 2017 წლის მარტისათვის, სადრენაჟე მომსახურბა აღდგება სოფელ ახალსოფლის 690 ჰექტარ მიწის ფართობზე. სარეაბილიტაციო პროექტის ღირებულებაა 679 000 ლარი.

2012 წლიდან დღემდე სამეგრელოს რეგიონში  სამელიორაციო ინფრასტრუქტურის  სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა 400 კმ-ზე მეტ სადრენაჟე არხს, ხოლო ტექნიკური ექსპლუატაციის ფარგლებში მოწესრიგდა 379 კმ სადრენაჟე არხი.  შედეგად დრენირებული მიწის ფართობი 10 000 ჰექტრიდან 16 540 ჰექტრამდეა გაზრდილი.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბაზისბანკი და BSTDB საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის და მწვანე ინვესტიციების მხარდასაჭერად პარტნიორობას აფართოებენ
ოცნებამ პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები "გრანტების შესახებ" კანონში
ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსი მიანიჭა
ოპოზიციური ალიანსი: გალში მცხოვრებ ქართველებს მშობლიურ ენაზე სწავლა ეკრძალებათ და „ოცნების“ პარტია მათ არ იცავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics