2016-10-24 13:07:39, 2308 ნახვა
მსოფლიო
ალეპოში ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები განახლდა
სირიის ქალაქ ალეპოში ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები განახლდა, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, ამჟამად სირიის არმია რუსეთის ავიაციის დახმარებით მოწინააღმდეგეებს ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში უტევს.
შეგახსენებთ, რომ 22 ოქტომბერს ალეპოში რუსეთის მიერ გამოცხადებული ჰუმანიტარული ზავი დასრულდა.
ცნობისთვის, ალეპო ერთ დროს სირიის უმსხვილესი ქალაქის და ქვეყნის სავაჭრო-სამრეწველო ცენტრი იყო. თუმცა 2012 წლიდან მიმდინარე კონფლიქტის გამო ქალაქი ფაქტობრივად განადგურებულია. ამ დროისთვის ალეპო ორ ნაწილად არის გაყოფილი: პრეზიდენტ ბაშარ ასადის ძალები ქალაქის დასავლეთ ნაწილს , მეამბოხეები კი აღმოსავლეთ რაიონებს აკონტროლებენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან