2016-10-22 12:04:50, 2449 ნახვა
მსოფლიო
BBC: 24 საათის განმავლობაში დონბასში, უკრაინელი სამხედროების პოზიციები 39-ჯერ დაიცხრილა
ბოლო 24 საათის განმავლობაში დონბასში, უკრაინელი სამხედროების პოზიციები 39-ჯერ დაიცხრილა, - ამის შესახებ BBC იუწყება.
მედია საშუალებსი ინფორმაციით, ყველაზე ინტენსიური სროლა მარიუპოლის მიმართულებით დაფიქსირდა.
როგორც BBC წერს, პრორუსმა მებრძოლებმა ცეცხლი 18-ჯერ გახსნეს. გარდა ამისა, სეპარატისტებმა ცეცხლი ლუგანსკთან 12-ჯერ და დონეცკთანა 9-ჯერ გახსნეს.
ამასთან, „ბოევიკებმა“ განაცხადეს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მათი მიმართულებით ცეცხლი 3-ჯერ გახსნეს.
სააგენტო TASS-ის ინფორმაციით, სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან