2016-10-12 21:46:03, 2165 ნახვა
მსოფლიო
ალეპოში, რუსული ავიადარტყმების შედეგად 25-მდე ადამიანი დაიღუპა
ალეპოში, ფირდევსის საცხოვრებელ კვარტალზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებულ ავიადარტყმებს 25-მდე ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, გარდა მსხვეპრპლისა, არიან დაჭრილებიც. ასევე,მათივე ცნობით, ავიადარტყმა განხორციელდა მაადის კვარტალზეც.
სამოქალაქო თავდაცვის ადგილობრივი ძალების წარმომადგენელის ბაბირის მეშალმის განცხადებით, „რუსეთის ავიაციამ საცხოვრებელ კვარტალზე დიდი დამანგრეველი ძალის მქონე ბომბი ჩამოაგდო“, მისივე თქმით, ნანგრევებში შესაძლოა იყოს 10 ადამიანი, რომელთა გამოყვანას მაშველები ცდილობენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან