17:36 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-06 19:42:50, 2162 ნახვა

მსოფლიო
სტამბოლის აეროპორტთან აფეთქების შედეგად ათი ადამიანი დაშავდა (ვიდეო)

სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტის მახლობლად მდებარე პოლიციის შენობასთან აფეთქება მოხდა, - ამის შესახებ ინფომრაციას BBC ავრცელებს. 

როგორც BBC წერს, ინციდენტის შედეგად 10 ადამიანია დაშავებული, მათ შორის, ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

პოლიციის შენობა პოლიციის მიერ არის შემოსაზღვრული.

თვითმხილველების თქმით, აფეთქების გარდა სროლის ხმაც ისმოდა. რეგიონის გუბერნატორმა ვასიპ საჰინმა სოციალურ ქსელ Twitter-ში წერს, რომ პოლიციის განყოფილებასთან დანაღმული მოტოციკლი აფეთქდა. 

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ივნისში, ათათურქის სახელობის აეროპორტზე თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც სულ მცირე 41 ადამიანი გარდაიცვალა, 230 კი დაშავდა. კიდევ ერთი აფეთქება ისტიკლალის მოედანზე განხორციელდა. ოფიციალურმა სტამბოლმა ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ისლამურ სახელმწიფოს" დააკისრა. 

ვიდეო





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics