13:17 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-13 18:03:48, 541 ნახვა

საზოგადოება
ღარიბაშვილი: ქვეყანამ ორი ღირსეული ჯარისკაცი დაკარგა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნიუჯერსიში დაღუპული ქართველი კურსანტების ხსოვნას პატივი მიაგო.

ღარიბაშვილი ქაშუეთის ეკლესიაში შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან ერთად მივიდა.

როგორც ღარიბაშვილმა ჟურანლისტებს განუცხადა, საქართველომ ორი ღირსეული ჯარისკაცი დაკარგა.

„მინდა მთელი გულით სამძიმარი გამოვუცხადიო გარდაცვლილი ჯარისკაცების ოჯახს. ვიზიარებთ მათ მწუხარებას. დღეს, საქართველომ ორი ღირსეული ჯარისკაცი დაკარგა. ისინი იყვნენ ძალიან წარჩინებული კურსანტები და მათი სწავლის დასრულების შემდეგ, მათი სამშობლოში დაბრუნება იგეგმებოდა, რათა ემსახურათ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის. კიდევ ერთხელ ვიზიარებ მათ მწუხარებას. მინდა მივუსამძიმრო მთელს ჯარს, ჩვენს შეიარაღებულ ჯარებს, მეგობრებს, ვინც დღევანდელი დღით დამწუხრებულია“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics