2016-09-26 14:24:12, 1844 ნახვა
მსოფლიო
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში აფეთქებას სამი სამხედრო ემსხვერპლა
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში აფეთქებას 3 ადგილობრივი სამხედრო ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
მედია საშუალების ინფორმაციით, ინიციდენტის შედეგად კიდევ 8 ჯარისკაცი დაშავდა.
გზაზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა მაშინ ამოქმედდა, როდესაც მაგისტრალზე სამხედრო ავტობუსი გადიოდა.
ინციდენტი სირიის საზღვართან, ქურთებით დასახლებულ მარდინის პროვინციაში, ქალაქების დერიკისა და ქიზილთეფის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა.
თურქეთის უსაფრთოების ძალებმა თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ქურთისტანის მუშათა პარტიას" დააკისრა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან