01:44 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-21 16:13:16, 713 ნახვა

რეგიონი
აჭარას ჩინელი ტუროპერატორები და ჟურნალისტები სტუმრობენ

აჭარაში ჩინეთში წამყვანი მედიასაშუალებებისა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები იმყოფებიან.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჟურნალისტები და ტუროპერატორები ერთდღიანი ინფოტურის ფარგლებში ბათუმის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს ეცნობიან.

მათივე ცნობით, ბათუმის ბოტანიკური ბაღის მონახულების შემდეგ ისინი ძველ ბათუმს, ბულვარს, ევროპის მოედანსა და სხვა ტურისტულად მიმზიდველ ადგილებს ათვალიერებენ, ასევე, გაეცნობიან ბათუმის სასტუმრო ინფრასტრუქტურას და ადგილობრივ კერძებს დააგემოვნებენ.  ჩინელი ჟურნალისტები და ტურ-ოპერატორები აჭარას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მხარდაჭერით სტუმრობენ. აჭარაში ჩამოსვლამდე ისინი თბილისის, კახეთისა და მცხეთის ტურისტულ შესაძლებლობებს გაეცნენ. მათი ერთკვირიანი ინფოტური საქართველოში მესტიასა და ქუთაისში ვიზიტით დასრულდება.

ჩინურ ტურისტულ ბაზარზე საქართველოს გააქტიურება, რაც პრეს და ინფოტურების ორგანიზებაშიც გამოიხატება ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ფრენების დანიშვნას უკავშირდება.  სექტემბრის ბოლოდან თბილისის მიმართულებით ჩინური ავიაკომპანია „China Southern Airlines“ რეგულარულ ფრენებს იწყებს.  

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics